ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება თავისუფალია
ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება თავისუფალია
22 თებ, 2015 00:00:00

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უამინდობის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიშვებოდა მხოლოდ  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.  ამ დროისთვის ყველა სახის  ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: