წელს სოფელ რიყის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
წელს სოფელ რიყის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
18 თებ, 2015 00:00:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

სოფელ რიყის ცენტრთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. ეს სამუშაო უკვე ჩატარებულია და თვის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.

სოფელ რიყის გზის რეაბილიტაცია სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.  

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: