საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფელ რიყის გზის რეაბილიტაციას განახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფელ რიყის გზის რეაბილიტაციას განახორციელებს
18 თებ, 2014 00:00:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპატამენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

სოფელ რიყის ცენტრთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. ეს სამუშაო უკვე ჩატარებულია და თვის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.

სოფელ რიყის გზის რეაბილიტაცია სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.  

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: