ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
17 თებ, 2015 00:00:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტესიური თოვის გამო,  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის   კმ36 -კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: