ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყველა მიმართულებით თავისუფალია
ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყველა მიმართულებით თავისუფალია
16 თებ, 2015 00:00:00
საქართველოს საავტომობილო გზებზე ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შეზღუდვებია მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე, სადაც ადგილი ჰქონდა ინტესიურ ქვისცვენას. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად.
ინტერაქტიული რუკა