საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაციის ერთობლივი მონიტორინგი
საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაციის ერთობლივი მონიტორინგი
15 თებ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.რუისი–აგარის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უკვე აშენდა 3 ხიდი და 4 გზაგამტარი,  36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა გასასვლელი. ამ ეტაპზე  გზის მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქვაყრილების მოწყობა მიმდინარეობს. რუისი–აგარის სააავტომობილო მონაკვეთზე 11 კილომეტრის მშენებლობა 2013–2014 წლებში დასრულდა, მისი სრული მშენებლობა კი 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. 

დღესვე, ვაჟა ფანჩულიძემ  მსოფლიო ბანკისა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დაიწყო ზემო ოსიაური–არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის დეტალური პროექტირება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მიმართულებების განსაზღვრის შემდეგ კი აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებაც გახდება შესაძლებელი. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: