შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან
12 თებ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს, საავტომობილოგზების დეპარტამენტის თავმჯომარეს ვაჟა ფანჩულიძეს და უწყებისსხვა ხელმძვანელ პირებს შეხვდნენ.
სტუმრები იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ,რომელსაც სამინისტრო ქვეყანაში მათი ფინანსური მხარდაჭერითახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგებისგაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს. სტუმრებმა ქართული მხარის მიერ სხვადასხვაინფრასტრუქტურული მიმართულებით გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და სამომავლოთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: