Noname
Noname
11 თებ, 2015 13:12:00

ამ დროისთვის საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე, სადაც მოსალოდნელია ძლიერი თოვა და კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.  აღნიშნულ მონაკვეთზე  ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შეზღუდვებია ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე, მათ შორის თბილისი-გუდაურის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: