გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
09 თებ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსასიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობისთანავე, ზვავსაშიშროების მოხსნასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად განახორციელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: