განცხადება
განცხადება
08 თებ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობაა მომატებული, ყველა რეგიონში მცირე ნალექია თოვლის სახით. მცირე თოვლის მიუხედავად, საავტომობილო გზებზე გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით,  თავისუფლად ხორციელდება. რიკოთის უღელტეხილზე გზა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ40 (ჭერათხევი) მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ40-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს  გზის გაწმენდით სამუშაოები ჩაატარეს და გადაადგილება აღნიშნულ მიმართულებებზე თავისუფალია.  შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად ნაქერალას უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყოს გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: