აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
06 თებ, 2015 00:00:00

 E 60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი ტექნიკისა და რესურსის მობილიზება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობა, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ  მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი 12კმ სიგრძის ჩქაროსნული გზის მშენებლობას  ითვალისწინებს. დაიგება 4–ზოლიანი ცემენტ–ბეტონის საფარის გზა. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.

 აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მას ტენდერში  გამარჯვებული საერთაშორისო,  ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“-ი აშენებს. 

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს. აგარა–ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 6 კილომეტრის  სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: