Noname
Noname
23 იან, 2015 12:17:00

ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, მიმდინარე წლის 23 იანვრიდან  31 იანვრამდე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015   წლის 21 იანვრის (№MIA 3 15 00135698) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: