Noname
Noname
23 იან, 2015 12:17:00
ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 31 იანვრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 21 იანვრის (№MIA 3 15 00135698) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
ინტერაქტიული რუკა