თბილისი–გაჩიანი-რუსთავის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისი–გაჩიანი-რუსთავის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
21 იან, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ  ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა. რეაბილიტაცია გზის 3.4 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება.  სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტბეტონის საფარი. ასევე, ხორციელდება სახიდე გადასასვლელის, კიუვეტების, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

აღნიშული მონაკვეთი მდინარე ლოჭინის ხიდიდან იწყება და სოფელ ყარაჯალის ტერიტორიას გაივლის. თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის გზა 20 წელზე მეტია არ შეკეთებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე, მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული გახდება, ასევე შემცირდება გადაადგილების ხარჯები. სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის აპრილში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 090 000 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: