რუსთავში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
17 იან, 2015 00:00:00

 

ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგარი სამუშაოები ხორციელდება. მისი მიმდინარეობა, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს. 
მდინარეზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყლის ნაკადის საწინააღმდეგო ქვანაყარი ბერმის მოწყობა, ძველი დეფორმირებული ბეტონის კედლის დემონტაჟი, ამ დროისათვის კი მიმდინარეობს ახალი, 34-მეტრიანი ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა. 
აღნიშნული ობიექტი რუსთავის წყალმომარაგების სადგურს დაზიანებისაგან დაიცავს, რომელიც ქალაქისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 539.000 ლარს შეადგენს.
ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგარი სამუშაოები ხორციელდება. მისი მიმდინარეობა, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს. მდინარეზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყლის ნაკადის საწინააღმდეგო ქვანაყარი ბერმის მოწყობა, ძველი დეფორმირებული ბეტონის კედლის დემონტაჟი, ამ დროისათვის კი მიმდინარეობს ახალი, 34-მეტრიანი ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა. აღნიშნული ობიექტი რუსთავის წყალმომარაგების სადგურს დაზიანებისაგან დაიცავს, რომელიც ქალაქისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 539.000 ლარს შეადგენს.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: