სენაკი–ფოთის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკი–ფოთის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
13 იან, 2015 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის  სენაკი–ფოთის (კმ1–კმ13) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301–კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: გზის ვაკისის გამაგრება ხიმინჯებითა და გეოტექსტილით.  რეაბილიტაცია ჩაუტარდება არხზე არსებულ სახიდე გადასასვლელს. მოეწყობა საფუძველი რეციკლირების მეთოდით და ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი. ასევე, განხორციელდება მილების, გაბიონის საყრდენი კედლების, ეზოში შესასვლელების, ავტოპავილიონების, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 495 610 ლარს შეადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: