​მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზაზე მოძრაობა გაიხსნა
​მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზაზე მოძრაობა გაიხსნა
12 იან, 2015 00:00:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი გაიხსნა. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. კობიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი პირველი ავტოკოლონა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა პირადად გამოაცილეს. მისაბელიანი და ნახევრადმისამბელიანი ტრანსპორტისთვის კი მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთლიანად დაასრულა. პარალელურ რეჟიმში, აღნიშნული მონაკვეთის გაფართოებაც მოხდა, რათა სატრანსპორტო საშუალებებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.   
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: