​მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება
​მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება
12 იან, 2015 00:00:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთის გასხნა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გუდაურში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.
დავით შავლიაშვილი გუდაურში დღეს გაემგზავრა, ჯვარი-კობის მონაკვეთზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გუდაურში მოქმედ საკოორდიანციო შტაბს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. მის შემდგენლობაში შედიან: საქართველოს შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელი სდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთზე არსებული ვითარების სანახავად გაემგზავრნენ. 
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთის გასხნა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გუდაურში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.დავით შავლიაშვილი გუდაურში დღეს გაემგზავრა, ჯვარი-კობის მონაკვეთზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გუდაურში მოქმედ საკოორდიანციო შტაბს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. მის შემდგენლობაში შედიან: საქართველოს შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელი სდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთზე არსებული ვითარების სანახავად გაემგზავრნენ. 
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: