Noname
Noname
08 იან, 2015 23:34:00

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა)  ზვავსაშიშროების გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ფასანაური-გუდაური (ფოსტა)  მონაკვეთზე  აკრძალულია  მისაბმელიანი,  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და  30  ადგილზე  მეტი  ტევადობის  ავტობუსების  მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ფასანაური-მლეთის მონაკვეთზე, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

ქვეშეთი-სეთურების  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: