ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა
08 იან, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მოძრაობა ორმხრივად გახსნილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე. აღნიშნულ მონაკვეთზე, თოვის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მძიმე და სპეციალური ტექნიკით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ გზის გაწმენდით სამუშაოებს. საავტომობილო მიმოსვლა ორივე მიმართულებით უკვე აღგენილია. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: