​გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე გუდაურში გაემგზავრნენ
​გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე გუდაურში გაემგზავრნენ
08 იან, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გუდაურში გაემგზავრნენ.  სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები გზის გაწმენდით სამუშაოებს პირადად დაესწრებიან.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთის გაწმენდა გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია. ამ ეტაპზე  გუდაურამდე (ფოსტამდე) გზა უკვე გახსნილია.  ინტენსიური თოვის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მლეთა-სეთურების 6 კმ-იან მონაკვეთზე.   
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გუდაურში გაემგზავრნენ.  სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები გზის გაწმენდით სამუშაოებს პირადად დაესწრებიან.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთის გაწმენდა გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია. ამ ეტაპზე  გუდაურამდე (ფოსტამდე) გზა უკვე გახსნილია.  ინტენსიური თოვის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მლეთა-სეთურების 6 კმ-იან მონაკვეთზე.   
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: