ვაჟა ფანჩულიძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა
ვაჟა ფანჩულიძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა
08 იან, 2015 00:00:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თვამჯდომარე რიკოთის უღელტეხილზე გაემგზავრა. ვაჟა ფანჩულიძე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლსელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე შეზღუდვები გუშინ, 7 იანვარს დაწესდა. ამ ეტაპზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რიკოთის უღელტეხილზე გზა ინტენსიურად იწმინდება და იყრება მარილი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: