საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
07 იან, 2015 21:14:00

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა)  ზვავსაშიშროების გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ფასანაური-გუდაური(ფოსტა)  მონაკვეთზე  აკრძალულია  მისაბმელიანი,  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და  30  ადგილზე  მეტი  ტევადობის  ავტობუსების  მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ფასანაური-მლეთის მონაკვეთზე, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-სეთურების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად, ასევე  ქვეშეთი-სეთურების  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: