​უახლოეს ხანებში ფასანაური-მლეთას გზა გაიხსნება

07 იან, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო. სამუშოების დაწყება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნა. რეჟიმის შეცვლისთანავე, გზის გაწმენდითი სამუშაოები მლეთა-გუდაურის მიმართულებითაც დაიწყება.
ამ დროისთვის ქარბუქიდან გამოყვანილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზაზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი, შესაბამისი სამსახურებოს მიერ, ეტაპობრივად ხორციელდება მანქანების გამოყვანა. ინტენსიური თოვა რეგიონში ისევ გრძელდება, რის გამოც, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის, ნინოწმინდა-ფარავნის მიმართულებით.
მოძრაობა შეზღუდულია, ასევე, ხაიში-მესტიის მიმართულებით, თუმცა, გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრულად არიან მობილიზებულები დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი ყველა შეფერხების აღმოსაფრხვრელად. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: