გიორგი ამაშუკელმა და ვაჟა ფანჩულიძემ პანსიონატ „თაობათა კერას“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს
გიორგი ამაშუკელმა და ვაჟა ფანჩულიძემ პანსიონატ „თაობათა კერას“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს
31 დეკ, 2014 00:00:00

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ „თაობათა კერას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტების თავმჯდომარე ესტუმრნენ. გიორგი ამაშუკელმა და ვაჟა ფანჩულიძემ პანსიონატში მცხოვრებ  ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„თაობათა კერაში“ 18 დან 86 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 24 პირი ცხოვრობს. საცხოვრებელი შენობა სულ ახლახანს გარემონტდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სამზარეულოს ახალი ინვენტარი, გაზქურა და ის საჭირო ნივთები ჩაუტანეს, რომლებიც მათ თავად ისურვეს.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პანსიონატის ინფრასტრუქტურასა და მის მაცხოვრებლებზე ზრუნვას მომავალ წელსაც  გააგრძელებს.  

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: