რუისი-აგარას მონაკვეთზე 3 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
რუისი-აგარას მონაკვეთზე 3 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
26 დეკ, 2014 00:00:00

დღეს, E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარას 19 კილომეტრიან მონაკვეთზე 3 კმ ახალი გზა გაიხსნა.  აღნიშნული საავტომობილო გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ გახსნეს.

ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ბეტონის საფარის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.  შესაბამისად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მიმართულებაზე უკვე გადაერთო.

რუისი-აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე, საერთო ჯამში, 19 კილომეტრია. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივია, ძირითადად- მიმდებარე სოფლების მცხოვრები. პროექტით, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობა, 5 გზაგამტარისა და 3 სახიდე გადასასვლელის აშენებაა გათვალისწინებული. შედეგად, საგზაო ქსელი იქნება მოდერნიზებული და თანამედროვე სტანდარტებს გაუთანაბრდება. გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარას 5 კმ-იანი მონაკვეთი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უკვე გაიხსნა. დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.  მშენებლობა კი 2015 წელს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: