Noname
Noname
25 დეკ, 2014 16:31:00
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში, ელექტრო–მექანიკური აღჭურვილობების პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით 2014 წლის 26 დეკემბერს დღის განმავლობაში (დილის 08:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე) მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
2014 წლის 26 დეკემბერს 18:00-დან ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ჩვეულ რეჟიმში, გვირაბის გავლით.
ინტერაქტიული რუკა