სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 ლოტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 ლოტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
24 დეკ, 2014 00:00:00

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ სამშენებლო კომპანია „China Railway 23rd”–ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და ჩინური კომპანიის დირექტორმა ქსიუ მინგქსინმა მოაწერეს ხელი.

აღნიშნული ხელშეკრულება E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის IV ლოტის მშენებლობას  ითვალისწინებს. პროექტი 24 თვიანია და მისი ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს. დონორი ევროპის საინვეტიციო ბანკია (EIB).

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტობეტონის გზის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში დასაქმებულთა 80% მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა იქნება, რაც ადგილობრივებს დამატებით შემოსავლის  წყაროს გაუჩენს და შესაბამისად, საყოფაცხოვრებო პირობებსაც გაუუმჯობესებს.

სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: