საავტომობილო გზების დეპარტამენტი საჯარო განხილვას გამართავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საჯარო განხილვას გამართავს
24 დეკ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაინტერესებულ მხარეთა საყურადღებოდ აცხადებს, შიდასახელმწიფორებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის (SLRP III)  პროექტის ფარგლებში  ქალაქ ბათუმთან, დაბა გონიოს მიმდებარედ, მდინარე ჭოროხზე ხიდის (ე.წ. გონიოს ხიდი) დაგეგმილი მშენებლობისათვის  მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ტექნიკური დავალების სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვას, რომელიც  2015 წლის 13 იანვარს 12:00 საათზე, ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გზების დირექციის  შენობაში გაიმართება - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის #3.

დაინტერესებულ პირებს, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის #3
  • ქ. თბილისი, ყაზბეგის 12

ტექნიკური დავალების სამუშაო ვერსია,  ხელმისაწვდომია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე: www.georoad.ge

გთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები წერილობითი სახით  მიაწოდოთ ქვემოთ   მითითებულ საკონტაქტო პირებს:

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: