ბოდბისხევის ნაპირსამაგრის სამუშაოები დასრულდა
ბოდბისხევის ნაპირსამაგრის სამუშაოები დასრულდა
19 დეკ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბოდბისხევში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1.2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაასრულა. პროექტის ფარგლებში ძველი მონაკვეთების დემონტაჟი, ასევე ნაპირებისა და ფსკერის რკინა-ბეტონის ახალი კონსტრუქციით მოპირკეთება მოხდა. 
აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ნაპირსამაგრი სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. დაზიანებული იყო ბოდბისხევის ორივე ნაპირი, რის გამოც ხევებიდან მოვარდნილი წყალი საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივთა საცხოვრებელ სახლებსა და არსებობდა  დატბორვის საშიშროებაც. უახლოეს პერიოდში დარჩენილი ნაწილის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაც იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება. განხორციელებული პროექტი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბოდბისხევში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1.2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაასრულა. პროექტის ფარგლებში ძველი მონაკვეთების დემონტაჟი, ასევე ნაპირებისა და ფსკერის რკინა-ბეტონის ახალი კონსტრუქციით მოპირკეთება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ნაპირსამაგრი სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. დაზიანებული იყო ბოდბისხევის ორივე ნაპირი, რის გამოც ხევებიდან მოვარდნილი წყალი საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივთა საცხოვრებელ სახლებსა და არსებობდა  დატბორვის საშიშროებაც. უახლოეს პერიოდში დარჩენილი ნაწილის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაც იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება. განხორციელებული პროექტი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: