18 ათასი მოსახლე რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს
18 ათასი მოსახლე რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს
18 დეკ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დღეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ბაკურციხის 9 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის აღდგენა, ბორდიურების მონტაჟი, რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება, კიუვეტების, სანიაღვრე არხებისა და  ტროტუარების მოწყობა. ასევე, მონტაჟდება ლითონისა და ბეტონის დამცავი გვერდულები.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 150 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის გურჯაანს, ასევე სოფლებს: ჭანდარს, ვეჯინს, კოლაგსა და ბაკურციხის ტერიტორიას. განახლებული გზით, დაახლოებით, 18 ათასი მოსახლე ისარგებლებს. პროექტი 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დღეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ბაკურციხის 9 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის აღდგენა, ბორდიურების მონტაჟი, რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება, კიუვეტების, სანიაღვრე არხებისა და  ტროტუარების მოწყობა. ასევე, მონტაჟდება ლითონისა და ბეტონის დამცავი გვერდულები.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 150 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის გურჯაანს, ასევე სოფლებს: ჭანდარს, ვეჯინს, კოლაგსა და ბაკურციხის ტერიტორიას. განახლებული გზით, დაახლოებით, 18 ათასი მოსახლე ისარგებლებს. პროექტი 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: