​საგზაო სექტორის წარმომადგენლებმა „მეგზევის დღე“ აღნიშნეს
​საგზაო სექტორის წარმომადგენლებმა „მეგზევის დღე“ აღნიშნეს
10 დეკ, 2014 00:00:00
10 დეკემბერი “მეგზევის დღეა”. თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ ქართველ მეგზევეებს პროფესიული დღე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ მიულოცეს.
გიორგი ამაშუკელმა, 2014 წელს საგზაო სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის 38 მეგზევე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ამავე სფეროში მოღვაწე ვეტერანები დააჯილდოვა. პროფესიული დღის აღნიშვნასთან ერთად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დამსწრე საზოგადოებას უწყების 2013-2014 წლების საქმიანობის შედეგები გააცნო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესებში ჩართულ პირებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე საავტომობილო გზების, ახალი აშენებული ხიდებისა და გვირაბების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზებისა და ხიდების მშენებლობაზე პირდაპირ და ირიბად საქართველოს 15 ათასი მოქალაქე დაასაქმა. ამ პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზასა და 87 ხიდს. აშენდა 50 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და 16  ახალი ხიდი.
 „მეგზევის დღის“ აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი 48 წლის წინ,  გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა. გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად, წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1965 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო,  80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ, პროფესიულ დღედ იქცა.
10 დეკემბერი “მეგზევის დღეა”. თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ ქართველ მეგზევეებს პროფესიული დღე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ მიულოცეს. გიორგი ამაშუკელმა, 2014 წელს საგზაო სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის 38 მეგზევე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ამავე სფეროში მოღვაწე ვეტერანები დააჯილდოვა. პროფესიული დღის აღნიშვნასთან ერთად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დამსწრე საზოგადოებას უწყების 2013-2014 წლების საქმიანობის შედეგები გააცნო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესებში ჩართულ პირებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე საავტომობილო გზების, ახალი აშენებული ხიდებისა და გვირაბების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზებისა და ხიდების მშენებლობაზე პირდაპირ და ირიბად საქართველოს 15 ათასი მოქალაქე დაასაქმა. ამ პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზასა და 87 ხიდს. აშენდა 50 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და 16  ახალი ხიდი. „მეგზევის დღის“ აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი 48 წლის წინ,  გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა. გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად, წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1965 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო,  80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ, პროფესიულ დღედ იქცა.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: