ვაჟა ფანჩულიძემ მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ვაჟა ფანჩულიძემ მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
04 დეკ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ საერთაშორისო მნიშვნელობის მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში  5 კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების მოწყობა, გზის დაზიანებული საფარის აღდგენისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულში კოსტავას ქუჩიდან იწყება  და  სადახლოს გამშვებ პუნქტთან სრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1.170.000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა. მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზით სატრანზიტო გადაზიდვები ხორციელდება, მისი მოწესრიგება კი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებასა და სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ საერთაშორისო მნიშვნელობის მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში  5 კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების მოწყობა, გზის დაზიანებული საფარის აღდგენისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულში კოსტავას ქუჩიდან იწყება  და  სადახლოს გამშვებ პუნქტთან სრულდება.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1.170.000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა. მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზით სატრანზიტო გადაზიდვები ხორციელდება, მისი მოწესრიგება კი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებასა და სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.
წყარო: www.mrdi.gov.ge 
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: