​გუდაური-კობის მონაკვეთზე ზამთრის სტანდარტები მოქმედებს
​გუდაური-კობის მონაკვეთზე ზამთრის სტანდარტები მოქმედებს
01 დეკ, 2014 00:00:00

დიდთოვლობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზამთრის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.გზებზე დაწესებული რეჟიმის შესახებ, ინფორმირებულია ყველა იმ ქვეყნის საელჩო, რომელიც სატრანზიტო მოძრაობას საქართველოს გავლით ახორციელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ტრანზიტული მოძრაობის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს, რომლებიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილდებიან, მათივე უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ მოძრაობის დაწესებულ რეჟიმს.ამ ეტაპზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმის შესაბამისად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ზვავსაშიშროების გამო გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შეუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.ამავე გზის, კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: