დეტალური ინფორმაცია ქუთაისის შემოვლითი გზის შესახებ
დეტალური ინფორმაცია ქუთაისის შემოვლითი გზის შესახებ
19 ნოე, 2014 00:00:00
დღეს გაიხსნა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 32 კმ-იანი მონაკვეთი – ქუთაისის შემოვლითი გზა. ეს არის ყველაზე დიდი მონაკვეთი, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობიდან – დღემდე აშენებულა. 
იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ამ მასშტაბური პროექტის დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპების შესახებ, საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე  მნიშველოვანი  დეტალი დავაზუსტოთ.  2012 წელს შესრულებული სამუშაოები მოიცავდა მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ნაწილს, ხოლო 2103-2014 წლებში განხორციელდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავდა, როგორც ხელოვნურ ნაგებობებს (სატრანსპორტო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, მილები), ისე ბეტონის საფარის მოწყობას. კერძოდ: 2011 წელს  დაიწყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის შენებლობის პროექტირება. სამშენებლო სამუშაოები პირველ მონაკვეთზე 2011 წლის 25 დკემბერს დაიწყო და 2012 წლისათვის სამუშაოების შესრულებამ 16 844 919.47 ლარი შეადგინა. მეორე მონაკვეთზე კი, სამუშაოები 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო და 2012 წლის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ  7 444 732.56 ლარი შეადგინა.
2013 წელს ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის  გზის მშენებლობის შესრულებამ ორ მონაკვეთზე (ქუთაისის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთი) 79 944 743.93 ლარი, 2014 წელს კი, 76 438 080.62 ლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გზის მშენებლობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2013–2014 წლებში განხორციელდა. 
დღეს გაიხსნა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 32 კმ-იანი მონაკვეთი – ქუთაისის შემოვლითი გზა. ეს არის ყველაზე დიდი მონაკვეთი, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობიდან – დღემდე აშენებულა. იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ამ მასშტაბური პროექტის დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპების შესახებ, საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე  მნიშველოვანი  დეტალი დავაზუსტოთ.  2012 წელს შესრულებული სამუშაოები მოიცავდა მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ნაწილს, ხოლო 2103-2014 წლებში განხორციელდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავდა, როგორც ხელოვნურ ნაგებობებს (სატრანსპორტო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, მილები), ისე ბეტონის საფარის მოწყობას. კერძოდ: 2011 წელს  დაიწყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის შენებლობის პროექტირება. სამშენებლო სამუშაოები პირველ მონაკვეთზე 2011 წლის 25 დკემბერს დაიწყო და 2012 წლისათვის სამუშაოების შესრულებამ 16 844 919.47 ლარი შეადგინა. მეორე მონაკვეთზე კი, სამუშაოები 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო და 2012 წლის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ  7 444 732.56 ლარი შეადგინა.2013 წელს ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის  გზის მშენებლობის შესრულებამ ორ მონაკვეთზე (ქუთაისის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთი) 79 944 743.93 ლარი, 2014 წელს კი, 76 438 080.62 ლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გზის მშენებლობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2013–2014 წლებში განხორციელდა. 
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: