ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა
ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა
19 ნოე, 2014 00:00:00

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის  32  კმ-იანი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ახალი მონაკვეთის გახსნას მოწვეულ სტუმრებსა და ცერემონიაზე შეკრებილ აუდიტორიას მიულოცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზებისდეპარტამენტის  თავმჯდომარემ,  ვაჟა ფანჩულიძემ, იაპონიისსაგანგებო და  სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იაპონიისსაერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მშენებელი კომპანიების „ტოდინისა“  და „ტაკენაკას“წარმომადგენლებმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მაღალი ხარისხის ბეტონის გზა ავტომრბოლელებმა და ბაიკერებმა, ექსტრემალური და ორიგინალური შოუთი გამოცადეს. გზაზე ხელოვნური კედელი მოეწყო, რომელიც ავტომობილებმა დაანგრიეს. კედლის ნგრევის ცერემონია სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და მისი მთავარი სათქმელია: „ეს არის გზა ევროპისაკენ“. ავტომრბოლელებმა „დრიფტის“ ელემენტებით სპეციალური წარმოდგენა გამართეს. ექსტრემალური სპორტის ფედერაციამ კი, პარკურის ელემენტებით  მოტოდრაგში შეჯიბრი და “მოტოსტანტ“  შოუ მოაწყო.
ქუთაისის 32 კმ-იანი შემოვლითი გზა,  E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისუმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელსატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32 კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტონაკადისაგან  განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთითა და 6 კმ-ით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან  კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება. 32 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი ურთულესი კონსტრუქციებითაა დატვირთული, აშენდა 5სატრანსპორტო კვანძი, 6 საავტომობილო ხიდი და ამდენივე გზაგამტარი.
ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი  3 ლოტად ხორციელდება.  ამჟამად, უკვე დასრულებულია პირველილოტის (ქუთაისის შემოვლითი - 17,5 კმ) და მეორე ლოტის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედია 24 კმ-დან14,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა).  პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიისსაერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფინანსებს.შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.
მაღალი ხარისხის ახალი გზა (რომლის ექსპლოატაციის ვადა  30-40 წლით განისაზღვრება), გადაადგილებასმძღოლებისა და მგზავრთათვის სწრაფს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. აღნიშნულ გზაზე დღეში,საშუალოდ 7000-10000-მდე ავტომობილი გაივლის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაგისტრალსყოველდღიურად 15000-დან - 20000-მდე ავტომობილის გატარების პოტენციალი გააჩნია. სამუშაოებზე 1000ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია. გზის მშენებლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის საგზაო ქსელისმოდერნიზებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუშაობას აგრძელებს. ამ ტიპის აქტივობისშედეგად, ორ წელიწადში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 55 კილომეტრის აშენება გახდაშესაძლებელი, მაშინ როდესაც 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მხოლოდ 70კმ ახალი გზის გახსნა მოხერხდა. 
წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: