14 სოფლის 8000-მდე მოსახლეს გადაადგილების პრობლემა მოეხსნება
14 სოფლის 8000-მდე მოსახლეს გადაადგილების პრობლემა მოეხსნება
18 ნოე, 2014 00:00:00
  თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 13 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მოინახულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და ახლომდებარე რაიონულ ცენტრებთან.
  თიანეთი-ზარიძეების  საატომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 14 სოფლის 8000-მდე მაცხოვრებლისთვის, ასევე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები   2015 წლის ბოლოს დასრულდება.
    აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.  9 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდა 3 ხიდისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მოეწყო ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 13 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მოინახულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და ახლომდებარე რაიონულ ცენტრებთან.  თიანეთი-ზარიძეების  საატომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 14 სოფლის 8000-მდე მაცხოვრებლისთვის, ასევე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები   2015 წლის ბოლოს დასრულდება.    აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.  9 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდა 3 ხიდისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მოეწყო ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: