დავით შავლიაშვილის შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
დავით შავლიაშვილის შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
14 ნოე, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში  მსოფლიო ბანკის რეგიონულ  დირექტორს ჰენრი კერალსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე. ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი და დიზაინი მომზადდა. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში  მსოფლიო ბანკის რეგიონულ  დირექტორს ჰენრი კერალსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.შეხვედრაზე იმსჯელეს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე. ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი და დიზაინი მომზადდა. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ. 
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: