​ევროკავშირთან თანამშრომლობა
​ევროკავშირთან თანამშრომლობა
13 ნოე, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
მინისტრმა იანოშ ჰერმანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება.
დავით შავლიაშვილი სტუმარს სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და პროექტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ახალ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელსაც 2015 წელს ერთობლივად, ევროსტანდარტების შესაბამისად განახორციელებენ როგორც საგზაო უსაფრთხოებისა და რეგიონული თვითმმართველობების განვითარების, ისე წყალარინების მოწყობის მიმართულებით.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირის საქართველოს წარმომადგნლობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.მინისტრმა იანოშ ჰერმანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება.დავით შავლიაშვილი სტუმარს სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და პროექტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ახალ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელსაც 2015 წელს ერთობლივად, ევროსტანდარტების შესაბამისად განახორციელებენ როგორც საგზაო უსაფრთხოებისა და რეგიონული თვითმმართველობების განვითარების, ისე წყალარინების მოწყობის მიმართულებით.იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირის საქართველოს წარმომადგნლობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: