რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
03 ნოე, 2014 00:00:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღეს, ინტენსიური თოვის გამო, დილის 08:30 საათიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე შეზღუდული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა და მოძრაობა დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: