საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო განხილვა გაიმართება
საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო განხილვა გაიმართება
03 ნოე, 2014 00:00:00

2014 წლის 12 ნოემბერს 15:00 საათზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის  შენობაში  საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 მაგისტრალის ზემო ოსიაური– ჩუმათელეთის მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა გაიმართება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ტენდერის გზით გამოვლენილი კონსულტანტი  ზემო ოსიაური– ჩუმათელეთის მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს მოამზადებს.

დაინტერესებულ პირებს, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაეცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართზე:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდი: www.georoad.ge

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ მითითებულ საკონტაქტო პირებს: ლუიზა ბუბაშვილი, ტელ:  595219141 likabubashvili@yahoo.com,     მაია ვაშაკიძე 593323077 maya_vashakidze@yahoo.co.uk

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: