Noname
Noname
02 ნოე, 2014 20:22:00
ძლიერი წვიმის შედეგად სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე (ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან) ფერდობიდან ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ჩაქვი-მახინჯურის შემოვლით გზაზე. აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: