დავით შავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო
დავით შავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო
31 ოქტ, 2014 00:00:00

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით დაფინანსებას  გამოყოფს. ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ვენ ჩაი ჟანგთან და ბანკის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას. შეხვედრაზე დავით შავლიაშვილმა სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ვენ ჩაი ჟანგმა ვიზიტის ფარგლებში ის პროექტები მოინახულა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის 

მშენებლობის, წყალმომარაგებისრეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი

პროექტების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: