დავით შავლიაშვილმა ირანის დელეგაცია მიიღო
დავით შავლიაშვილმა ირანის დელეგაცია მიიღო
31 ოქტ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად, ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

საუბარი შეეხო ირანის სახელმწიფოს მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. ასევე, ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების პოტენციალს.

გარდა ამისა, ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი პირები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებითაც დაინტერესდნენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ სტუმრებს ამ საკითხთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და  შეთანხმდნენ, რომ მათი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე ინვესტირების მიმართულებით.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: