​JICA ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით კმაყოფილია
​JICA ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით კმაყოფილია
27 ოქტ, 2014 00:00:00

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრი უახლოეს პერიოდში გაიხსნება, რომელიც მოსახლეობას ქ. ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელად სატრანსპორტო მოძრაობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს - ამის შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა იაპონიის საერთაშორისო კორპორატიული სააგენტოს (JICA)  ვიცე-პრეზიდენტთან, კაე იანაგისავასთან შეხვედრის დროს განაცხადა. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე.

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუათისის შემოვლითი გზის სიგრძე 57 კილომეტრს შეადგენს. პროექტიJICA-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 365 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად, მიმდინარეობს მეორე ლოტის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორც კაე იანაგისავამ აღნიშნა, იაპონიის საერთაშორისო კორპორატიული სააგენტო (JICA) ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოებული სამუშაოები დადებითად შეაფასა.

ამავე შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოს იაპონიის დელეგაცია  ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც, ოფიციალურ პირებთან ერთად, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებიც იქნებიან. მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა იაპონიის დელეგაციასთან  შეხვედრის გამართვაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში  გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: