ქობულეთის შემოვლით გზის ლოტი II მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ქობულეთის შემოვლით გზის ლოტი II მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
27 ოქტ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, მისი მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე და კომპანია „სინოჰიდროს“ ხელმძღვანელები ქობულეთის შემოვლით გზაზე (ლოტი II) მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ქობულეთის შემოვლით გზის ლოტი II მშენებლობაზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია  19 კილომეტრიანი  მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია 19 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, დარჩენილია მხოლოდ სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები,  მოეწყო 48 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები; ამ ეტაპზე მიმდინარეობს:  6 ხიდზე ხიმინჯების, ბურჯების და მალის ნაშენის მოწყობის სამუშაოები, 1 გვირაბზე  ფერდის გამაგრების და ექსკავაციის სამუშაოები.

სამუშაოებზე დასაქმებულია 400-მდე ადამიანი, საიდანაც 70% საქართველოს მოქალაქეა.

 ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა 2013  წელს დაიწყო და 2016 წელს  დასრულდება. პროექტის ღირებულება 209,852,079.67  ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია "SINOHYDRO“  ასრულებს.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: