გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე საქმიანი ვიზიტით ბაქოში გაემგზავრნენ
გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე საქმიანი ვიზიტით ბაქოში გაემგზავრნენ
23 ოქტ, 2014 00:00:00
მშენებლობის უახლესი ტექნოლოგიების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად, სამშენებლო კომპანია „ADO-G”-ის მიწვევით, აზერბაიჯანში გაემგზავრა.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე სამშენებლო კომპანია „ADO-G”-ის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ. გაეცნობიან იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომელსაც სამშენებლო კომპანია პროექტების განხორციელების პროცესში იყენებს და, თანამშრომლობის დამყარების მიზნით, შეხვდებიან კომპანიის ხელმძღვანელ პირებს.

კომპანია „ADO-G” 1998 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს შენობების, გზების, ესტაკადების, გემების, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მშენებლობას. 

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: