გზების დეპარტამენტმა ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
გზების დეპარტამენტმა ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
22 ოქტ, 2014 00:00:00

დღეს, დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გზების მოვლა-შენახვის ზედამხედველებს და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის კონტრაქტორი ორგანიზაციების მზადყოფნის საკითხი განიხილეს.

კონტრაქტორებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების: ქვიშა-მარილის მარაგის შექმნის,  ტექნიკის მომზადების, საყრდენი პუნქტების გამართვის და ორმოულების ამოვსების შესახებ  დეტალური ინფორმაცია წარმოუდგინეს. მათ ასევე, ისაუბრეს ამ ეტაპისათვის გზებზე გასატარებელ ღონისძიებებზე. ზედამხედველებს კი გასახორციელებელი სამუშაოიების კონტროლი დაევალათ.

დეპარტამენტმა ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო, რათა საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მთელი ზამთარი უზრუნველყოფილი იყოს ავტოტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილება.

დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული ტიპის  სამუშაოების გატარება ყოველწლიურად ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: