ხვალ დავით შავლიაშვილი ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას ახალ რეაბილიტირებულ მონაკვეთს გახსნის
ხვალ დავით შავლიაშვილი ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას ახალ რეაბილიტირებულ მონაკვეთს გახსნის
20 ოქტ, 2014 00:00:00

ხვალ, 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას (კმ16–კმ22) საავტომობილო გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი,  ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის   6,4 კილომეტრიან ახალ რეაბილიტირებულ მონაკვეთს ოფიციალურად გახსნიან.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, მისმა ღირებულებამ 3 222 900 ლარი შეადგინა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტი (SLRP II)  ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანასებით განხორციელდა.

მისამართი:  ჩალაუბანი–სიღნაღი–ანაგას გზის კმ–15, ანაგის მხრიდან, არსებულ გალავანთან

საკონტაქტო ინფორმაცია:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

თეა გოცაძე

ტელ: 591 01 98 90

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: