ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია
ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია
19 ოქტ, 2014 00:00:00

ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ  დღეს დილით, მდინარე ხობისწყლი ადიდდა და  გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის შედეგადაც ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე მოძრაობა აიკრძალა, წყლის დონის დაკლებისთანავე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შესაბამისი ტექნიკის საშუალებით დატბორილი გზა გაწმინდეს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: